მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოსამართლის დაკითხვა მის მიერ განხილულ საქმეზე თავხედური ქმედებაა _ კოტე კუბლაშვილი - 28 თებერვალი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, პროკურატურას სურს ერთ–ერთი მოსამართლე მეორედ დაკითხოს მის მიერ განხილულ საქმეზე, რაც თავხედური ქმედება და კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

როგორც კოტე კუბლაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევას ვერასდროს შეეგუება და ამას მკვეთრი კრიტიკითა უპასუხებს.

,,ჩვენი და რამდენიმე ორგანიზაციის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ პროკურატურის მხრიდან მოსამართლის მიმართ დაკითხვის უწყების გაგზავნა იმ საქმეზე, რომელიც მის მიერ არის განხილული, არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მიუხედავად ამისა, გუშინ ერთ-ერთმა მოსამართლემ კიდევ მიიღო იგივე უწყება იმავე საქმეზე. პროკურატურა უკვე განმეორებით, ძალიან უხეშად, თავხედურად არღვევს კონსტიტუციას და მოითხოვს, რომ მოსამართლემ ჩვენება მისცეს იმ საქმეზე, რომელიც თავად ამ მოსამართლემ განიხილა. პროკურატურას უნდა ჰკითხოს ამ მოსამართლემ, თუ რატომ მიიღო ის გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელიც მიიღო", - განაცხადა კუბლაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია