[მედიანიუსი]
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტში ბრალდებულ ვოვა არუთინიანის საქმე არ გადაიხედება.
როგორც დღეს ,,პირველი რადიოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოვა არუთინიანის დედამ ანჟელა არუთინიანმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო პასუხი მის წერილზე, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ მისი შვილის საქმე არ გადაიხედება.
ანჟელა არუთინიანი აცხადებს, რომ წერილი მან მისი შვილის საქმის გადახედვის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროში 4 იანვარს გააგზავნა, ხოლო პასუხი 4 თებერვალს მიიღო.
"მივიღე პასუხი 4 თებერვალს, სადაც წერია, რომ აღნიშნული განაჩენი არის კანონიერ ძალაში შესული და მისი გაუქმებისთვის დღეის მდგომარეობით არ არსებობს ახლადგამოვლენილი არც ერთი გარემოება, ე.ი. არ გადახედავენ საქმეს", - განაცხადა ანჟელა არუთიანიანმა.
არუთინიანი აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და მას პოლიტპატიმრის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
"ჩემი შვილი უდანაშაულოა, მას საქართველოსთვის ცუდი არაფერი გაუკეთებია. მართალია, ჩვენ სომხები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი სამშობლოა და გვიყვარს. ჩემს შვილს არც ამერიკასთან და არც რუსეთთან საქართველო არ გაუყიდია", - აცხადებს ანჟელა არუთინიანი.
ვოვა არუთინიანს 2006 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტის წინაააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაში ედება ბრალი.