მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საბჭოთა ანაბრების თემაზე 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და უზენაესი სასამართლოს მიმართეს - 01 მარტი 2013

[მედიანიუსი] 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პოსტსაბჭოთა 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელებს საბჭოური ანაბრების თემატიკაზე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ სურთ მოიპოვონ ინფორმაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში რომელიმე სახელმწიფომ აღიარა თუ არა ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი საბჭოური ანაბრები საშინაო ვალად და რა ფორმით გადაიჭრა ანაბრების გაცემის საკითხი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პოსტსაბჭოთა ქვეყნების უზენაეს სასამართლოებს, საბჭოთა ანაბრების ანაზღაურების/კონპენსაციის საქმეებთან დაკავშირებული სტატისტიკის გამოგზავნას ვთხოვთ, ასევე გვაინტერესებს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების თუ დაუკმაყოფილებლობის დროს, სასამართლო რა სამართლებრივი აქტების დასაბუთებას დაეყრდნო.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ „საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზის“ დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს, რომელის საჯარო პრეზენტაციაც, 1 მაისისთვის იგეგმება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საბჭოური ანაბრის მდგომარეობას საქართველოს მაგალითზეც სწავლობს. ორგანიზაციამ საკითხთან მიმართებით, უკვე მიმართა სხვადასხვა სამთავრობო უწყებას, სასამართლოებს და საკანონმდებლო ორგანოს. არსებული მონაცემით, საზოგადოება მნიშვნელოვან მასალას გაეცნობა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2013 წლის 22 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სარჩელიც შეიტანეს, სადაც ეროვნული ბანკის მხრიდან 1990–იან წლებში ჰიპერინფლაციურ პროცესებთან მიმართებით მოთხოვნილი ინფორმაციის გასაიდუმლოება გასაჩივრდა. საქმეს მოსამართლე ნათია ბუსკაძე განიხილავს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია