მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დეპუტატი დედაქალაქის ქონების მართვის სამსახურს პოლიკლინიკების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს - 01 მარტი 2013

[მედიანიუსი]

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისელების’" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, დედაქალაქის ქონების მართვის სამსახურს, მე-13 და მე-2 პოლიკლინიკების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს და აღნიშნული აუქციონის შედეგების გაუქმებას ითხოვს.

როგორც გულიკო ზუმბაძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა, პოლიკლინიკები მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა დარჩეს, რათა ისინი მოემსახურონ მთაწმინდისა და სხვა რაიონების მოსახლეობას ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში.

დღევანდელ პრესკონფერენციას გაყიდული პოლიკლინიკების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. პოლიკლინიკების მედპერსონალი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებს ვალდებულებების შეუსრულებლობაში, თბილისის მერიას კი ქონების გადამალვაში ადანაშაულებს.

ზუმბაძის მტკიცებით, გასხვისების პროცესში თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები იკვეთება.

"ხსენებული კომპანიების უკან დგას ერთიდაიგივე პირთა ჯგუფი, რომელსაც უკვე შეძენილი აქვს პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე ობიექტი და დღემდე გააჩნიათ შეუსრულებელი ვალდებულებები. სახეზე გვაქვს ცრუ მეწარმეობის ფაქტი. გარდა ამისა, აუქციონი მოიგო კომპანიამ, რომელიც აუქციონის გამოცხადებამდე 10 დღით ადრე დარეგისტრირდა," – განაცხადა ზუმბაძემ.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პოლიკლინიკების გასხვისება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის განხორციელებასაც უშლის ხელს.

გულიკო ზუმბაძე შეგროვილ დოკუმენტაციას პროკურატურას დღესვე გადასცემს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია