მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკრაინის პროკურატურამ ქართველებისა და აზერბაიჯანელების შეურაცხყოფაში ბრალდებული დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - 01 მარტი 2013

[მედიანიუსი]

უკრაინის პროკურატურმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო “რადას” მაჟორიტარი დეპუტატის, თეოდორ ნეგოის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ნეგოის ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე მუხლის შესაბამისად წაუყენებენ, რაც რასობრივ, ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე ადამიანების შეურაცხყოფას გულისხმობს.

დეპუტატს ბრალი უკრაინაში მცხოვრები ქართველების და აზერბაიჯანელების შეურაცხყოფაში ედება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან 2012 წლის 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველებსა და აზერბაიჯანელებს “სიმსივნე“ უწოდა.

“ნახეთ, ჩვენთან ბაზარზე ვაჭრობენ აზერბაიჯანელები და ქართველები – ეს კიბოს სიმსივნეა ჩვენი საზოგადოებისათვის. რუსეთმა ისინი გამოდევნა”, - მედიის ცნობით, განაცხადა დეპუტატმა.

ნეგოიას ამ განცხადებამ უკრაინიში მოქმედი ქართული და აზერბაიჯანული ორგანიზაციების აღშფოთება გამოიწვია. მისი ეს განცხადება უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩმა და საქართველოს ელჩმა გრიგოლ ქათამაძემაც დაგმეს. აზერბაიჯანის საელჩომ ოფიციალურ კიევს შესაბამისი ნოტითაც მიმართა. პარტია “რეგიონების” წევრმა ალექსანდრე ფელდმანმა კი, პროკურატურაში ზემოხსენებული დეპუტატის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და საქმის გამოძიება მოითხოვა. იგი მიიჩნევს, რომ ნეგოის ქსენოფობიური განცხადების გამო მანდატი უნდა ჩამოერთვას და იმ ოლქში, სადაც მან გაიმარჯვა, არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.

იგი უფრაქციო და უპარტიო დეპუტატია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია