მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთწლიანი გახდება - 01 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა ერთ წლამდე შემცირდება. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცვლილება, რომლის თანახმადაც, სავალდებულო სამხედრო სამსახური 15-ის ნაცვლად 12 თვიანი ხდება, დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

„იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებს ამთავრებენ და განცხადებები ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აქვთ შეტანილი, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შედეგების გაგებამდე გადაუვადდებათ“, _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია