მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავრობამ გადადგა სუსტი ნაბიჯი, რადგან გაზის ტარიფის სულ მცირე 14 თეთრით შემცირებაა შესაძლებელი – ექსპერტი - 01 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ეკონომიკის ექსპერტი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” ეკონომიკის თემატური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ბუნებრივი აირის ტარიფის 5 თეთრის გაიაფებით სუსტი ნაბიჯი გადადგა.

როგორც ექსპერტმა “მედიანიუსს” განუცხადა, მისი გამოთვლებით გაზის ტარიფის მინიმუმ 14 თეთრით გაიაფებაა შესაძლებელი.

“მე ვთვლი, რომ მთავრობამ გადადგა სუსტი ნაბიჯი მაშინ, როცა შესაძლებელი იყო გაცილებით მეტით შემცირება, სულ მცირე 14 თეთრით, ახლა გაკეთდა 5-თეთრიანი შემცირება. ეს მოხდა, ფაქტობრივად, იძულებით ანუ მთავრობა იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა. როგორც ჩანს, ვერ მოერია იმ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ამ მაღალი ტარიფით სარგებლობენ და პრაქტიკულად, მიზერული შემცირება გააკეთა. მე ჩემი გაანგარიშებები გადავეცი საზოგადოებრივ მაუწყებელს, მონაცემები გამოქვეყნდა ჩემს ფეისბუკის გვერდზეც და თუ რომელიმე ციფრი სწორად არ მაქვს დათვლილი, მაშინ იქნებ ვინმემ მითხრას ამის შესახებ. ვინმემ მითხრას, რატომ უნდა შემცირებულიყო ტარიფი მხოლოდ 5 თეთრით, როცა თავისუფლად შეიძლება მინიმუმ 10-14 თეთრით შემცირება”, _ განაცხადა ექსპერტმა.

“მედიანიუსის” კითხვაზე, რომელ ინტერესთა ჯგუფს აწყობს, რომ საქართველოში გაზის ტარიფი არ შემცირდეს, გიორხელიძე აცხადებს, რომ საუბარია გავლენიან ჯგუფებზე, რომლებიც გაზის ბიზნესში არიან. იგი მეტი კონკრეტიკისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ თბილისში გაზის მაღალი ტარიფის გამო წლის განმავლობაში ზემდეტად 44 700 000 ლარი ამოდის.

“როგორც ჩანს, ამ ფულს ვიღაც აკონტროლებს და ამის შეცვლა იოლი არ არის”, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან გაზის ტარიფი ხუთი თეთრით შემცირდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია