მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მელაის მიმართ ადგილი აქვს პირად ანგარიშსწორებას - გოგა ბოკერია - 02 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მომღერალ ივანა მელაის მამის, უკრაინელი ბიზნესმენის, სვიატოსლავ მელაისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზეზი განმარტა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ბიზნესმენს უკრაინაში ბრალი თაღლითობაში ედება და მას ინტერპოლის კიევის ბიურო წითელი ცირკულარით ეძებს.

"სვიატოსლავ მელაი არის უკრაინელი ბიზნესმენი, რომელმაც გადაწყვიტა საქართველოში მოღვაწეობის გაგრძელება. გარდა ამისა, მან ასევე მოისურვა, რომ გამხდარიყო საქართველოს მოქალაქე. ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ პროცესში, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა უკრაინაში. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც აშკარა გახდა, რომ აქ ადგილი აქვს პირად ანგარიშსწორებას, კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან. ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო გაგვიძლიერა განზრახვა, რომ მისთვის მიგვენიჭებინა საქართველოს მოქალაქეობა", - განაცხადა ბოკერიამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია