მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ ვთვლი - თეა წულუკიანი - 02 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნდა. მან სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ თვლის.

"მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა და მოვუწოდო სიმშვიდისაკენ. როგორც ახლა უკვე ნათლად იკვეთება, მომავალი რამდენიმე კვირა თანაარსებობის რთული პერიოდი იქნება. გახშირდება ვერბალური თავდასხმები მთავრობაზე და მის წევრებზე. ჩემი, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრის ვალია, საზოგადოებას მივცე სიმშვიდის მაგალითი. ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ ვთვლი. თუმცა, სამშაბათს მექნება ეთერი პირველ არხზე, რომლის დროსაც გაშუქდება ის მნიშნველოვანი და წარმატებული ვიზიტები, რაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩავატარე და, თუ ჟურნალისტი ჩემი განათლებითაც დაინტერესდება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საზოგადოებას ამომწურავ პასუხს გავცემ. გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი", - აცხადებს იგი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია