მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას უფლებამოსილება არ შეუჩერა - 02 მარტი 2013

[pirveli.com.ge]

სააპელაციო სასამართლომ თბილისის მერს გიგი უგულავას უფლებამოსილება არ შეუჩერა.

ამასთან, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ წარმოებაში არ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შემადგომლობა უგულავასთვის 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერს აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა. პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია