მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შესაძლოა რუსეთთან სავიზო რეჟიმი მალე გამარტივდეს – მაია ფანჯიკიძე - 03 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი, შესაძლოა, გამარტივდეს.

მისი თქმით, რუსეთთან სავიზო მიმოსვლის გამარტივების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს.

“გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა ამჯერად უფრო კონკრეტული იყო ვიდრე პირველი შეხვედრა. მოსახლეობისთვის რაც მნიშვნელოვანია, შესაძლოა, რუსეთთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს, თუმცა არ გაუქმდება და კონკრეტული შედეგები ამ კუთხით მალე იქნება", _განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკთხებში ზურაბ აბაშიძის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა პრაღაში პირველ მარტს გაიმართა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია