[მედიანიუსი]
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდნესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში უძღები შვილის იგავზე და მის მნიშვნელობაზე იქადაგა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, დღეს არა მხოლოდ დედების, არამედ ორივე მშობლის დღე არის.
მისივე თქმით, ეს არის დღე როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ წარსულზე, დღევანდელ დღეზე და მომავალზე; „ ვიფიქროთ არამარტო ჩვენზე, არამედ სამშობლოზე, რათა „სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა~. ის არის ჩვენი პირველი მშობელი, დედაც და მამაც. ამიტომ სცდება ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სამშობლოს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. დედ–მამის ლოცვა არის განსაკუთრებული და ღვთის მადლით სავსე. მათ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს და მადლმოსილია ღვთის მადლითა და ძალით“,–ბრძანა უწმინდესმა და მრევლს მოუწოდა, რომ სანამ დედ–მამა ცოცხალია, მივიდნენ და თაყვანისცენ მათ, ყოველ დილით ხელზე ემთხვიონ, დალოცვა სთხოვონ და ისინი ღვთისგან დალოცვილები იქნებიან.
უწმინდესმა ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება მაგალითად მოიყვანა, რომელსაც დედის ლოცვა შეეწია და ქრისტიანობაზე მოაქცია.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ვისაც მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, მათ უნდა ჰქონდეთ დედ–მამის სურათი და ხშირად გაუკეთონ საკურთხი, ესაუბრონ მათ, რადგან მშობლებს შეუძლიათ შეისმინონ მათი საუბარი.
პატრიარქმა მრევლი და ქვეყანა დალოცა და აღნიშნა, რომ უძღები შვილის იგავი არის კაცობრიობის წინასწარმეტყველება.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ დადგება დრო და ეკლესიიდან წასულები კვლავ უფალთან დაბრუნდებიან. შევთხოვთ უფალს, რომ მთელი საქართველო დაბრუნდეს უფალთან. ჩვენ ვიყოთ მისი სამწყსო და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი“, – განაცხადა