[მედიანიუსი]
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს სოზარ სუბარს იმედი აქვს, რომ ქვეყნის პირველი პირი ბავშვურ ჯინიანობას შეწყვეტს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ხვალისთვის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
"როდესაც მთელი თვის განმავლობაში დანიშნული არიან მინისტრის მოადგილეები, როდესაც დანიშნული არიან ელჩები და პრეზიდენტი ამას ხელს არ აწერს, ეს არის ჯინიანობა. რატომ ჰგონია მას, რომ ელჩი წარმოადგენს ვინმე კონკრეტულ პირს ან კონკრეტულ მთავრობას და არა ქვეყანას?!", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სუბარს იმედი აქვს, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი სხვანაირად დაიწყებს აზროვნებას.