მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
`პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი` საზღვრის ნარკოტიკებით გადმოკვეთის ბრალდებით გასამართლებული პირების გათავისუფლებას ითხოვს - 04 მარტი 2013

[მედიანიუსი]

"პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი"იმ პირთა ამინისტიას ითხოვს, რომლებიც 262-ე მუხლით, პირადი მოხმარების მიზნით, საზღვრის ნარკოტიკებით გადმოკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი.

როგორც დღეს პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის წარმომადგენლებმა - სალომე აბულაძემ, კოტე ინაშვილმა და სოსო მანჯავიძემ განაცხადეს, ამნისტია მხოლოდ 260–ემუხლით გასამართლებულ ადამაინებს შეეხოთ, რომელბსაც პირადი მოხმარებისთის გამიზნული ნარკოტიკი აღმოაჩნდათ.

მათი თქმით ისინი განსხვავებას ვერ ხედავენ პირადი მოხმარების მიზნით პირი სად შეიძინეს ნარკოტიკს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ამიტომ მიაჩნიათ, რომ საპყრობილეებიდან 262–ე მუხლით გასამართლებული პატიმრებიც უნდა გათავისუფლდნენ.

კოტე ინაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, ეს ადამიანები აქამდე რატომ არ გამოუშვეს ციხიდან

„აღნიშნული საკითხი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შენობის წინ გავაპროტესტეთ. ამ მოთხოვნით მორიგი აქციის გამართვას ვაპირებთ 6 მარტს, 17.00 საათზე , რათა მოხდეს მე-13 მუხლის გადახედვა~ _ აღნიშნა ინაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია