[მედიანიუსი]
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მთავრობის ან პარლამენტის დათხოვნას არ აპირებს. მან ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ყველანაირი სპეკულაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი არსებული უფლებამოსილებას გამოიყენებს და მთავრობას ან პარლამენტს დაითხოვს.
„ეს მთავრობა ქართველმა ხალხმა აირჩია. მას მცირე პერიოდი ჰქონდა იმისათვის, რომ მას ჩემგან ან ამ ხალხისაგან ადეკვატური და სრულფასოვანი შეფასება ჰქონდეს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობის დათხოვნა სრულიად შეუძლებელია.
მისივე თქმით, ის არავის ხსნის, თუმცა შეიძლება ბევრი დარღვევა და გაუგებრობაა.
„მე ვარ მათ მხარეს, მიუხედავად იმისა, მომწონს ეს მინისტრი თუ არა, ან ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს თუ – არა. მთავრობას შეუძლია წყნარად იყოს. არავინ არავის არ ითხოვს. არავის არ ვხსნი, თუმცა შეიძლება აქ ბევრი დარღვევაა და ბევრი გაუგებრობა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ვინმეს ვათქმევინო, რომ ახლა კარგი რამის გაკეთება უნდოდათ და ხელი შეუშალეს. ნეტავი კარგი გააკეთონ. მხოლოდ მივესალმები, ორი ხელით ვარ ამის მომხრე", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრემიერი, რომ მისგან რაიმე საფრთხე არ ელოდება“.