მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას თავისუფალი მედიის დევნაში ადანაშაულებს - 04 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე სამი საკითხი დასვა.

„ჩვენი ინტერესია, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო შენარჩუნდეს, რადგან მთავრობა უნდა მუშაობდეს და მუშაობისთვის სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს“, –– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

`ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც მუშაობს და მათ მთელი უფლებამოსილება გადავეცით, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ საქართველოში დიქტატისგან თავისუფალი სასამართლო იყოს.

ეს სასამართლო ჩემი დიქტატის ქვეშ ბუნებრივად ვერ იქნება, რადგან მე ამის ბერკეტი არ გამაჩნია. ის არ უნდა იყოს არც პროკურატურის დიქტატის ქვეშ, არც რომელიმე სამთავრობო უწყების დიქტატის ქვეშ. ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასასამართლოს ხელშეუხებლობის განცდა ჰქონდეს. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოში არ არის კორუფცია და ახლა სრულფასოვან ინსტიტუტად უნდა ჩამოყალიბდეს. ეს არის ჩემი პირველი მთავარი მოთხოვნა", –– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე საკითხი მედიაზე ყველანაირი ზეწოლის შეწყვეტაა.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. იყო მუქარები "რუსთავი 2"-ისა და სხვა ტელევიზიების მიმართაც. იყო შემთხვევბი, როდესაც ტელეარხები დაიხურა, მეპატრონეები გამოიცვალნენ და ა.შ.

„ფაქტია, რომ მედიის მიმართულებით პოლიტიკური კონტროლის დამყარების გეგმაზომიერი კამპანია მიმდინარეობს. ქვეყანაში იქნება, როგორც ერთი, ისე მეორე სახის მედია. ჩვენ მთავარია მივაღწიოთ, რომ იყოს პლურალიზმი და არავის არ ჰქონდეს, მთელი მედიის გაკონტროლების საშუალება. ქვეყანაში ალტერნატიურლი აზრი და ოპოზიცია უნდა იყოს. ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ“, –– აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი მოსაზრებით, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკითხია შემდეგი: სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი არავის აქვს: არც პრეზიდენტს, არც მერებს, არც პარლამენტის წევრებს, ეს ყველაფერი კანონითაა დარეგულირებული.

„ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე მასობრივად მხოლოდ იმ ნიშნით იდევნება, რომ ისინი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წვერები. ეს არის ძალიან ცუდი მთავრობისა და ამ ქვეყნისთვის. ქვეყანაში უნდა იყოს ეფექტური მთავრობა, რომელსაც ეყოლება ეფექტური ოპოზიცია. ოპოზიცია უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მთავრობა იმ შეცდომებისგან დააზღვიოს, რომელიც თუნდაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა და ჩვენ თან ამის გამოცდილება გვაქვს", –– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია