მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნის უფლება არ აქვს _ საკრებულოს თავმჯდომარე - 04 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნას აპირებთ, მაგრამ მას ამის უფლება არ აქვს, რადგან თეატრის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის.

როგორც ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ობიექტის დასრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს. ამასთან, საზაფხულო თეატრი უნდა გაიხსნას ზაფხულში და არა ზამთარში.

"საინფორმაციო საშუალებებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს უნდა გაიხსნას ბათუმის საზაფხულო თეტრი. მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს შენობის გახსნას. საზაფხულო თეატრი ჯერ დასრულებული არ არის, ჯერ კიდევ გამოცხადებულ გვაქვს ტენდერი მის მოხატვაზე, აქედან გამომდინარე, მას არავითარი უფლება არ აქვს მშენებარე ობიექტი გახსნის. ასეთი პრაქტიკა ადრე იყო მიღებული, როცა მაგალითად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და დედაენის ძეგლი გაიხსნა“, _ განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი ტრადიცია უნდა დასრულდეს და თუ მიხელ სააკაშვილს კონცერტის ჩატარების სურვილი აქვს, ჩაატაროს თავის მამულში.

მისივე თქმით საზაფხულო თეატრის შენობა თვითმმართველობამ უნდა გახსნას, რადგან მისი მშენებლობა სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.

მანვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს იმ თანამშრომლების საქმიანობა, რომლებსაც დღეს კონცერტის უზრუნველყოფა აქვთ დავალებული.

,,მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს კონცერტისთვის ჩამოჰყავს თავისი მუსიკოსები. ბათუმის მუსიკალური კოლექტივები მონაწილეობას არ ღებულობს ღონისძიებაში. არ უნდა გაიხსნას შენობა, რადგან ქალაქს ჰყავს თვითმმართველობა, რომელიც თეატრის მშენებლობას აფინანსება და ქალაქის მერმა ან თვითმმართველობამ უნდა გახსნას შენობა", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, საზაფხულო თეატრის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან დაახლოებით, შვიდმილიონნახევარი ლარია გამოყოფილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო კონცერტით ბათუმის საზაფხულო თეატრი უნდა გახსნას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია