მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჩვენთან შეუთანხმებლად ნუ გამოიყენებთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელს _ სისხლის ბანკის ხელმზღვანელობა - 04 მარტი 2013

[მედიანიუსი] 

აქციის ,,გაიღე სისხლი _ გადაარჩინე სიცოცხლე“ ორგანიზატორები მოუწოდებენ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს, არ გამოიყენონ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელი სხვადასხვა აქციის ან კონცერტის ჩასატარებლად.

ამასთან დაკავშირებით დღეს გაზეთ ,,პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა და იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა ამავე კლინიკის ექიმ თამარ ჯავახაძესთან და ,,დიტოს ფონდის“ თავმჯდომარე კახა ჯანაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, მოქალაქეთა ზოგიერთმა ჯგუფმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების სახელით 1 მარტს კონცერტი გამართა, თუმცა იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკი, საიდანაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მიეწოდებათ სისხლი, ამის შესახებ ინფრმირებული არ ყოფილა.

,,მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ჩვენთან შეუთანხმებლად ნუ გამოიყენებთ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებსი სახელს. არ ვიცით, სად წავა მათ მიერ შეგროვებული თანხა“, _ განაცხადა თამთა მებურიშვილმა და დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ გაერთიანდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად არსებული შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც ქართველი ემიგრანტებიც არიან ჩართულნი.

მისივე თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციათა გაერთიანებას აქვს კავშირი იაშვილის სისხლის ბანკთან. სისხლის ბანკს კავშირი აქვს ასევე ,,დიტოს ფონდთანაც“.

როგორც მან განმარტა, აქციაში უკვე ჩართულია ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც გააფრომა მეგობრობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს და მისი ქვეუწყებების თანამშრომლები ყოველ ორ კვირაში გაიღებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

მიმდინარე კვირაში აქციაში ჩაერთვება თავდაცვის სამინისტროც და პარლამენტის აპარატიც.

,,მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ მისი უწყებაც ჩაერთოს ამ აქციაში, რადგან დიდი და ჯანმრთელი კონტინგენტია დასაქმებული ამ უწყებაში“, _ განაცხადა თამთა მებურიშვილმა.

როგორც მან განმარტა, თვეში დაახლოებით 400–მდე დონორმა რომ ჩააბროს სისხლი, სისხლის ბანკში დეფიციტი აღარ იქნება, რადგან თვის განმავლობაში კლინიკაში 400–მდე ტრანსფუზია ხორციელდება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია