[მედიანიუსი]
14 აპრილს 14:00 საათზე, თბილისში სპორტის სასახლეში საქართველოს ყოფილი მმართველი რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
როგორც ,,მედიანიუსს” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განუცხადა, აქციის ინიციატორები პოლიტპატიმრები არიან, თუმცა ეს დღე სახალხო დღე იქნება.
,,ვითხოვთ იმ პოლიტიკის შეცვლას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვიწვევთ ყველას, ვინც 9 წლის მანძილზე რეჟიმის მსხვერპლი იყო. ხელისუფლებისგან კი რეჟიმის გასამართლებას ვითხოვთ”-აცხადებს კაკაბაძე.
მისი თქმით, აქციას ჩვეულებრივი მოქალაქეები დაესწრებიან, ისინი ვინც თვლიან, რომ რეჟიმმა ისინიც დააზარალა.