მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
#15 დაწესებულების დირექტორმა თანამდებობა მორალური პასუხისმგებლობის საფუძველზე დატოვა _ ოფიციალური ვერსია - 05 მარტი 2013

[მედიანიუსი]

სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების #15 დაწესებულების დირექტორმა ნუკრი ხუხუამ თანამდებობა მორალური პასუხისმგებლობის საფუძველზე დატოვა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფრომა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, სავადაუდოდ ეს ფაქტი პატიმრის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის იმ ფაქტს უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ გენერალურმა ინსპექციამ გამოავლინა.

კორძაიმ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნუკრი ხუხუას თანამდებობაზე დაბრუნების მოთხონით პატიმრებმა თივთდაზიანება მიიყენეს, თუმცა მისთვის უცნობია, ზუსტად რამდენმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.

მისივე თქმით, სამინისტროსთვის გასაგებია პატიმრების მოთხოვნა, მაგრამ სამინისტრო თავად განსაზღვრავს ვინ დაინიშნება აღნიშნულ პოსტზე.

,,თუ არ ვცდები ოთხმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება, ოთხივეს აღმოვუჩინეთ სამედიცინო დახმარება და გადავიყვანეთ სხვა დაწესებულებაში, მათივე სურვილის გათვალისწინები”, _ განაცხადა კორძაიამ და დასძინა, რომ ხუხუას ნაცვლად უკვე დანიშნულია ციხის ახალი დირექტორი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია