[მედიანიუსი]
რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია მიმართავს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით დაინტერესდნენ.
როგორც ორგანიზაცია „საუნივერსიტეტო დარბაზის“ წარმომადგენელმა გიორგი გოგოლაშვილმა დღეს „ქართული აკადემიის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2004– 2012 წლებში უნივერსიტეტი ძალადობისა და უკანონობის მსხვერპლი გახდა; კერძოდ , გაუქმდა და 5–ჯერ შემცირდა სამეცნიერო და აკადემიური სექტორი, გაუქმდა კათედრები, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ პროფესორ– მასწავლებლები, უკანონოდ ჩატარდა კონკურსი და გახშირდა სტუდენტების ცემის ფაქტები. სწორედ ამის გამო საჭიროა გამოძიება, პროფესიულ–სამართლებრივი შეფასება და კომპლექსური კომისიის შექმნა, რომელიც ამ ყველაფერს შეისწავლის.
როგორც გოგოლაშვილმა განმარტა, უნივერსიტეტში მსგავსი მანკიერი პრაქტიკა უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გია ხუბუამ დანერგა, რომელიც რექტორის თანამდებობიდან როგორც დამნაშავე, ისე წავიდა, ახლა კი აირჩიეს სრულ პროფესორად და თსუ–ში გაუხსეს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა გერმანულ– ქართული ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშა. ეს კი ძალიან ცუდის მანიშნებელია.
გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ თსუ–ს რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გადადგომა ვერ გადაწყვეტს უნივერსიტეტის პრობლემებს, რადგან მთლიანად სტრუქტურა უნდა შეიცვალოს.