მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს თომას ჰამერბერგი გაუწევს - 05 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოვებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა სტეფან ფულემ, საქართველოში მოავლინეს სპეციალური წარმომადგენელი – თომას ჰამერბერგი, როგორც ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, _ აცნობეს `მედიანიუსს~ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურიდან.

მათი განმარტებით, თომას ჰამერბერგის მისიის მიზანია, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკავშირის სახელით, საქართველოს მთავრობას გაუწიოს კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციური რეფორმა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, პენიტენციური რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

ჰამერბერგი აქტიურად მიადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებს. ამგვარად, მისი საქმიანობა, ერთი მხრივ, დაეხმარება მთავრობასა და პარლამენტს რეფორმების უკეთ წარმართვაში. საქართველოს მთავრობა ასევე იმედოვნებს, რომ თომას ჰამერბერგი ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ევროსტრუქტურების სათანადო ინფორმირებას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია