მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რენო სალენსი: "თეა წულუკიანის იურისტობასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს" - 05 მარტი 2013

[pirveli.com.ge]

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში რენო სალენსის განცხადებით, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანის იურისტობასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს.

ამის შესახებ სალენსმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ნამდვილად ვერ შევალ პოლემიკაში თეა წულუკიანის კომპეტენტურობის შესახებ ქართული კანონმდებლობისა და მოლოდინების თანახმად. შემიძლია აგიხსნათ რას აკეთებს ENA , რა მომზადებას გადის ხალხი იქ. ეს არის საერთო მომზადება, სფეროს ირჩევ სკოლის დამთავრების შემდეგ, მიღებული ხარისხის მიხედვით. ყველა სტუდენტი იღებს საერთო მომზადებას. ამის შემდეგ შეუძლიათ პარალელურად სხვა სფეროებიც შეისწავლონ, მაგრამ საერთო მომზადება საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გახდნენ დიპლომატები, როგორც მე, გუბერნატორები მოსამართლეები ადმინისტრაციულ სფეროში. თუ მეკითხებით ამზადებს თუ არა ENA იურისტებს, ჩემი პასუხია დიახ. დიპლომის აღების შემდეგ შეგიძლია გახდე სახელმწიფო საბჭოს წევრი, ის ახდენს დავის მორიგებას, სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ პირებს შორის, ასევე შეუძლია გახდეს კონტროლის პალატის, აუდიტის სამსახური წევრი, რომელიც კურირებს როგორ იხარჯება სახელმწიფო თანხები. შეუძლია ასევე გახდეს მოსამართლე და ამ უწყების პროკურორიც, ფრანგული სისტემის თანახმად, როდესაც ხარ მაგისტრალური სასამართლოს მოსამართლე, შეგიძლია გახდე პროკურორიც, ასევე მოსამართლესაც შეუძლია გახდეს პროკურორი ან გენერალური პროკურორი. თეა წულუკიანის შემთხვევაში აშკარაა, რომ იურიდიულ-სამართლებრივმა მომზადებამ, რომელიც მას აქვს მიღებული, საშუალება მისცა, მიეწვიათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც 10 წელი იმუშავა. მას აქვს მომზადება მიღებული ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა სამართალში, საერთაშორისო სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალში, რითაც ზოგადად იურისტები ხდებიან. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს", - განაცხადა ელჩმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია