მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლაშა ტუღუში: "საზოგადოებამ არ უნდა აიტანოს იმ ტიპის სპექტაკლები, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი ხშირად დგამს" - 05 მარტი 2013

[pirveli.com.ge]

მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშის განცხადებით, "საზოგადოებამ არ უნდა აიტანოს იმ ტიპის სპექტაკლები, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი ხშირად დგამს".

ამის შესახებ ტუღუშმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ბოლო ხანებში არხზე განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.

"არავის აქვს უფლება, მოაწყოს ის ვაკხანალია, რასაც დღეს ვხედავთ და საზოგადოებამ არ უნდა აიტანოს იმ ტიპის სპექტაკლები, რასაც ბორდი ხშირად დგამს. ამ ბორდმა ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები. ის ახალი წევრებით უნდა დაკომპლექტდეს, ვინაიდან ცხადი გახდა, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. გვჭირდება ახალი ბორდი, რომელიც რეალურად დაიწყებს საზოაგადოებრივი მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მუშაობას და არ იქნება რომელიმე პარტიის დანამატი", - აღნიშნა ტუღუშმა.

ამასთან, მედიაექსპერტი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა პროცესები მიმდინარეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა მიზეზით მოხსნეს არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

"რთული სათქმელია, რატომ გაათავისუფლეს ბარათაშვილი. დღეს ის მოხსნეს, ხვალ სხვას მოხსნიან და ა. შ ჩვენ მუდამ ამ თამაშში ვიქნებით ჩართული. ვინ ვის რას ელაპარაკება, ვინ ვის ურეკავს ტელეფონზე, ეს შიდა სამზარეულოა. თუ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ფულს სთავაზობდნენ, უნდა დაასაბუთოს და თუკი ეს სისხლის სამართლებრივი საკითხია, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმსჯელონ", - განაცხადა მან.

ტუღუში მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი უპასუხისმგებლოა და მისმა თავმჯდომარემ ისიც კი არ იცის, რა ოდენობის ვალი აქვს ტელევიზიას. მედიაექსპერტი აცხადებს, რომ საქართველო არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ მისმა მოსახლეობამ ასეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი დააფინანსოს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია