მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბიძინა ივანიშვილი: "სააკაშვილი გაცილებით ფართო უფლებებს იყენებდა, ვიდრე ეს კონსტიტუციაშია გაწერილი" - 05 მარტი 2013

[pirveli.com.ge]

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთი პოლიტიკური ილეთი აქვს - "არასოდეს დაიხიოს უკან" და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ილეთს იყენებს".

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის იმ შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა, არწმუნებდა თუ არა მას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ მთავრობის დათხოვნას არ აპირებდა.

"ჩემთან ასეთ რწმუნებულებებს ვერ ახერხებს, რამდენადაც სასაცილოა. მცდელობები ჰქონდა, მაგრამ ღრმა ტექსტში არ შევიყვანე, რადგან ეს ღიმილს იწვევს. სასაცილოა ლაპარაკი იმაზე, რომ კონსტიტუციაში კი წერია, მაგრამ არ გამოიყენებს ამ უფლებამოსილებას. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ილია ჭავჭავაძე, რომ ხალხის ნდობა ჰქონდეს. ცდილობდა ეთქვა, რომ ეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველის უფლებაა, მაგრამ რა თქმა უნდა, ცრუობდა. სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა თუ გახსოვთ, ისიც გეცოდინებათ, რომ მას აქვს ერთი პოლიტიკური ილეთი, უკან არასდროს დაიხიოს. მან იცოდა თქმა ადრე, რამდენჯერაც უკან დავიხიე იმდენჯერ წავაგეო, ახლაც პასუხს ვერ იძლევა ამ კანონთან დაკავშირებით და ცდილობს უკან არ დაიხიოს. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილს დღემდე ეს კანონი არ გამოუყენებია, რადგან ის უფრო ფართო უფლებებს იყენებდა, ვიდრე ეს კანონშია გაწერილი. სააკაშვილი საზოგადოების ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს, ის ირჩევდა და პრივილეგირებული იყო ყველა ის ადამიანი, ვისაც აირჩევდა, ქმნიდა ფსევდო-ოპოზიციას, ამასაც ის აკომპლექტებდა, აი ეს არის საზოგადოების პრობლემა, მერე დაიწყო ბიზნესმენების დაკომპლექტება, შექმნა მონოპოლიები და მათ მისცა ყველანაირი უფლებები, ვინც გამოყენებადი იყო სააკაშვილისთვის ბევრი დაიჭირა, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ამასაც სააკაშვილი განსაზღვრავდა რამდენიმე ადამიანის დახმარებით, ეს რამდენიმე ადამიანი იყო მერაბიშვილი, ადეიშვილი და უგულავა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი საზოგადოებას არაფერს ეკითხებოდა. ამის შემდეგ გადავიდეთ კულტურაზე, სპექტაკლებსაც ის ირჩევდა, ერეოდა არქიტექტურაში და ა.შ.", - განაცხადა ივანიშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია