მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბიძინა ივანიშვილი: "კეთილი ვინებოთ და მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, არამედ ცივილურად გავუშვათ" - 05 მარტი 2013

[pirveli.com.ge]

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "საზოგადოება წინა ხელისუფლების მიმართ ლმობიერი უნდა იყოს".

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩემი პრემიერ-მინისტრობის შემდგომ მუდმივად ვიმეორებ, რომ საზოგადოებამ უნდა მოახერხოს და წინა ხელისუფლების მიმართ ლმობიერი იყოს. მათ უნდა ვუჩვენოთ, რომ რაღაცეები შეეშალათ, მაგრამ უნდა შეწყდეს რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს. ძალიან დიდია საზოგადოებაში აგრესია და მოთხოვნა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენ ვერ მოვიქცევით ისე, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა, ჩვენ ხალხმა დაგვიქირავა და ვალდებული ვართ მათი მოთხოვნები შევასრულოთ. ამისათვის რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ მათ ვისაც მიაჩნია, რომ დამნაშავეა, ეს საზოგადოებამ იგრძნოს და მეორე უფრო რთული, საზოგადოების განწყობა, აგრესია, მე ძალიან მაწუხებს, მათ უნდათ, რომ უმცირესობა წალეკონ, მინდა, მივმარო მათ, გავიხსენოთ უახლოესი წარსული, პირველი პრეზიდენტი და სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც მაშინ მოხდა, მეორე პრეზიდენტი, მისი უხეშად გაგდება მოახერხა საზოგადოებამ, ახლა მესამე პრეზიდენტია სააკაშვილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩავიცხროთ აგრესია. რაღაც გაკეთდა სააკაშვილის მმართველობაში კარგი, სააკაშვილი ჩვენი არჩეულია, ჩვენ ვიყავით ის ხალხი, ვინც ის აირჩია, ახლა კეთილი ინებონ და ნუ ითხოვენ მიაწექით, სწრაფად დასაჯეთო. ის რაც ხდება, ყველას ბრალეულობაა და მათ შორიც ჩემიც. ჩვენი უმოქმედობით მოხდა ყველაფერი. კეთილი ვინებოთ და მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, არამედ ცივილურად გავუშვათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია