[pirveli.com.ge]
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი ხვალ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს შეხვდება.
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ხვალ ვაპირებ კოტე კუბლაშვილის ოფისში მისვლას და მასთან შეხვედრას ჩემივე სურვილით, ეს ძალიან ნორმალური პროცესია, რადგან სასამართლოს პატივი უნდა ვცეთ. 8 მარტს იგეგმება ვენეციის კომისიის დასკვნის დადება. რეფორმები გასატარებელია სასამართლო სისტემაში, თუმცა ისე სწრაფად ვერ მოხდება, როგორც პოლიციასა და პროკურატურაში მოხდა. საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაიაზროს, მე ვეცდები, რომ სასამართლო ობიექტური გახდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.