მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კაზინო `აჭარის` მოძრავი ქონება დაყადაღდა - 06 მარტი 2013

[მედიანიუსი]

კაზინო "აჭარის" მოძრავი ქონება დაყადაღდა.

როგორც ,,მედიანიუსს” აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, დაყადაღებულია სულ 500 მოძრავი ერთეული. დაყადაღება კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, რომელსაც კაზინო ,,აჭარის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.

,,კერძო პირი უჩივის კაზინოს და სასამართლო პროცესის დასრულებამდე რომ არ გაიყიდოს, ან არ გასხვისდეს ქონება, პრევენციის მიზნით მან სასამართლოს მოსთხოვა ქონების აყადაღება, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა. ჩვენ დავიწყეთ ჩვეულებრივი საქმის წარმოება”, - განაცხადა აღსრულების ეროვნულ ბიუროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია