მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხათუნა ბერძენიშვილი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს - 06 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

,,პირველი რადიოს” ინფორმაციით, ხათუნა ბერძენიშვილის თქმით, მას დაუკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესდნენ. რას უკავშირდება მაუწყებელში განხორციელებული საკადრო გადაწყვეტილება და მას იურიდიული კონსულტაცია შესთავაზეს.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით დაინტერესება გამოხატეს ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომლებისთვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ღირებული იყო მაუწყებლის საერთაშორისო სტანდარტი, ევროკავშირისა და ეუთოს ის დასკვნები, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მოამბე იმსახურებდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია