[მედიანიუსი]
ზუგდიდში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიების დალუქვას ინდმეწარმეების პროტესტი მოჰყვა.
როგორც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, მაღაზიები ინვენტარიზაციის მოტივით დალუქეს . ინვენტარიცაზია კი გეგმურია და შესაბამისი ბრძანებით მოქმედებენ.
ინდმეწარმეების თქმით, მათ ყველანაირი საბუთები მოწესრიგებული აქვთ და საგადასახადო ოფიცრების შესვლის მიზეზი მათთვის უცნობია.