მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
3000 ცალ უხარისხო ჯავშანჟილეტთან დაკავშირებული მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა - 07 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 1 650 000 დოლარის ღირებულების 3000 ცალ უხარისხო ჯავშანჟილეტთან დაკავშირებით მასალები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო გასულ წლებში საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივი ხარჯვაზე საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს. თავდაცვის სამინისტრომ გენერალურმა ინსპექციამ ჯავშანჟილეტებთან დაკავშირებით მოკვლევა დაასრულა და საქმე მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება.

„2009 წელს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "ტრეიდ ალიანს ჯგუფისგან" შეიძინა 1 650 000 დოლარის ღირებულების უკრაინაში წარმოებული 3000 ცალი ჯავშანჟილეტი, რომელთა გამოცდაც თავის დროზე უარყოფითად შეფასდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ჯავშანჟილეტები გამტარი იყო როგორც პისტოლეტის, ისე ავტომატის ტყვიისთვის. უხარისხო ჯავშანჟილეტების შეძენის შესახებ ინფორმირებული იყო თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა არანაირი სამართლებრივი რეგირება არ მომხდარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და "ტრეიდ ალიანსს" ჯგუფს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 3000 ცალი ჯავშანჟილეტის შეძენის შესახებ არ გაფორმებულა, არ არსებობს სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები, თუმცა ამის მიუხედავად, კომპანიის ანგარიშზე დარჩა თავდაცვის სამინისტროდან ავანსად გადარიცხული 2 821 000 ლარი. ამ საქმეზე მოკვლევა დასრულებულია და მასალები მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება", –– განაცხადა ვაკო ავალიანმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია