[მედიანიუსი]
ხვალ საქართველოში ქალთა უფლებების დასაცავად აქცია–მსვლელობა გაიმართება.
დემონსტრაცია 14:00 საათზე თბილისში, პუშკინის სკვერთან დაიწყება და ფილარმონიასთან დასრულდება. მისი ორგანიზატორი ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფია.
„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი უერთდება ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქცია-მსვლელობით, რომელიც დაიწყება 8 მარტს, 14 საათზე პუშკინის სკვერიდან და დასრულდება ფილარმონიასთან.
ჩვენ, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები და ამ აქციის მონაწილეები მოგიწოდებთ გავერთიანდეთ ქალთა უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც ქალთა ემანსიპაცია მხოლოდ ფურცელზე არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებმა მოვითხოვოთ საკუთარი უფლებების განხორციელება რეალურ ცხოვრებაში.
8 მარტის აქცია-მსვლელობა ეძღვნებათ ქალებს. დროა საზოგადოებამ მიიღოს, პატივი სცეს და დააფასოს ქალები, როგორც ადამიანები და არა მხოლოდ როგორც დედები, ცოლები და შვილები. ქალებს უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობები მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჰქონდეთ თანასწორი და ადეკვატური ანაზღაურება, სრული თავისუფლება, რათა დამოუკიდებლად წარმართონ პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრება პატრიარქალური წნეხის გარეშე“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.