მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჩემს უმცროს შვილს სახლთან ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ მიაყენეს, რომ ჩემი შვილი იყო _ დიმიტრი შაშკინი - 07 მარტი 2013

[მედიანიუსი]

განათლების, სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მთავრობაში მისი საქმიანობის პერიოდთან დაკავშირებით ნებისმიერი საგამოძიებო უწყების შეკითხვას უპასუხოს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შაშკინმა აღნიშნა, გამოძიების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მისი კონსტიტუციური მოვალეობაა და ამ მოვალეობას არ გაურბის.

მისი თქმით, გასული 5 თვის განმავლობაში შექმნილი იმედგაცრუების მიუხედავად, მიიჩნევს, რომ მისი შვილები თავის სამშობლოში უნდა გაიზარდონ და მანაც საკუთარ ქვეყანაში იცხოვროს.

"სწორედ ამიტომ დავბრუნდი. რაც შეეხება წასვლას, არჩევნების შემდეგ ჩემი საქართველოდან წასვლას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა. ერთ–ერთი მიზეზი ჩემი ოჯახის უსაფრთხოება იყო, რადგან არჩევნების შემდეგ შექმნილი ისტერიის ფონზე, ჩემს უმცროს შვილს სახლთან ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ მიაყენეს, რომ ჩემი შვილი იყო.ამ მიზეზებს შორის ასევე იყო ჩემი ჯანმრთელობის საკითხი და ასევე ადამიანური იმედგაცრუება, რომელიც ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ", - აღნიშნა შაშკინმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია