მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დევნილთა სამინისტრომ სამი პროექტის პრეზენტაცია გამართა - 07 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისიის მხარდაჭერით ფსიქოლოგიური პროექტების პრეზენტაცია გამართა. საუბარია სამ პროექტზე, რომლებიც სამინისტროს ახალი ინიციატივაა. სამივე პროექტი დევნილი მოსახლეობის ფსიქორეაბილიტაციას უკავშირდება.

საუბარია დევნილ ქალთა რეაბილიტაციის ცენტრზე; დევნილ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრსა და ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე დევნილებისა და ლტოლვილებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.

აღნიშნული ინიციატივა დევნილთა მინისტრის მოადგილეს ნინო ჭავაჭავაძეს ეკუთვნის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აღნიშნული პროექტების მიზანია დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება: „ჩვენი შეხვედრის მიზანია საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს გავაცნოთ სამინისტროს ახალი ინიციატივა დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობის შედეგად დევნილებს შეექმნათ ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც ძალიან კარგად ჩანს მიღების დღეებზე, რომელიც სამინისტრომ დევნილებისათვის დააწესა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ 3 ფსიქოლოგიური პროექტი, რომელიც ეხება ქალთა რეაბილიტაციას, ბავშვთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას და აგრეთვე არის ძალიან საინტერესო წინადადება სამინისტროში გაიხსნას დევნილებისა და ლტოლვილებისათვის უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე“.

ღონისძიებას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩევენლა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ დევნილი მოსახლეობის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ნაკლები ყურადღება ექცევა: „მე, როგორც გაეროს ადამიანთა დაცვის უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი, მივესალმები ამ ღონისძიებას. ჩვენ აღნიშნული ღონისძიება იმიტომ დავაფინანსეთ, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა დევნილი მოსახლეობის პიროვნულ გაუმჯობესებას, როგორიცაა მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. ჩვენ მივესალმეთ ამ ახალ ინიციატივას. ჩვენ გვსურს, რომ დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ან საელჩოების დახმარებით აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი ჩაეყაროს.“

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია