მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს–ში მომუშავე ქალბატონების რიცხვი 12-დან 20 პროცენტემდე გაიზრდება – ირაკლი ღარიბაშვილი - 08 მარტი 2013

[მედიანიუსი]

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს თანამშრომელ ქალბატონებს პირადად მიულოცა 8 მარტის დღესასწაული და განსაკუთრებული დამსახურებისათვის დააჯილდოვა. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროში 8 მარტის აღნიშვნა ტრადიციად დამკვიდრდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა მილოცვისას ხაზგასმით აღნიშნა ქალების განსაკუთრებული როლი სამინისტროს ყოველდღიურ, წარმატებულ საქმიანობაში და განაცხადა, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში სამინისტროში მომუშავე ქალბატონების რიცხვი 12-დან 20 პროცენტემდე გაიზრდება. მინისტრმა ასევე ისაუბრა ქალი-სამართალდამცველების მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ ისეთი დანაშაულების გახსნისას, როგორიცაა ტრეფიკინგთან ბრძოლა, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები, ოჯახური კონფლიქტების მოგვარება და სხვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ოპერატიული დანაყოფის 47 თანამშრომელ ქალბატონს პირადად გადასცა მედალი – „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”. ქალბატონებს ასევე გადაეცათ თაიგულები და სხვა საჩუქრები.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია