მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვალერი გელბახიანი მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების დეტალებს იხსენებს - 08 მარტი 2013

[მედიანიუსი]

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ ლიდერი ვალერი ვალერი გელბახიანის განცხადებით, 2007 წელს მის მიმართ აღძრული საქმე ხანდაზმულობის გამო გამოძიებას უნდა შეეწყვიტა.

მისი თქმით, როდესაც პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა, იმავე დღეს პროკურატურიდან მიუვიდა უწყება, რომ აღნიშნული საქმე განახლდა და სასამართლოში გადაგზავნილი იქნა არსებითად განსახილველად.

როგორც გელბახიანმა „პირველი რადიოს“ პრესკლუბში განმარტა, იგი საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის მსხვერპლი გახდა.

როგორც გელბახიანი ამბობს, საქმე ეხება 2007 წლის 23 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პროკურატურამ მის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 315–ე მუხლით, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ .

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური დანაშაულის ერთადერთი მუხლია, არ მოექცა ამნისტიის ქვეშ. როცა ჩემს მიმართ სისიხლის სამართლის საქმე ბადრი პატარკაციშვილთან ერთად აღიძრა, მიმდინარეობდა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი იყო, რომლის მიმართ ჯერ კიდევ 2 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ამავე მუხლით, სწორედ იმ გამოსვლისათვის, რომელიც მან მაშინ პოლიტიკურ მანიფესტაციზე გააკეთა, როცა თქვა, რომ ბოლო კაპიკს დახარჯავდა და შეცვლიდა ხელისუფლებას. ჩვენ შტაბში ყოველდღე ველოდით დაჭერებს, ამიტომ ვიდეო კამერით ვაღებდით საცავს და ოქმს ვადგენდი, რომ არცერთ ოთახში არანაირი იარაღი არ იდო. ამას მხოლოდ პრევენციული თვალსაზრისით ვაკეთებდით, თუმცა ამის მიუხედავად თავი ვერ დავიცავით და არარსებული საფუძვლით დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტულად იმ ჩანაწერების საფუძველზე, რომელიც ჩემს, პატარკაცშვილსა და შსს–ს მაშინდელი მაღალჩინოსანის საუბარი იყო ჩაწერილი, რომელიც უკანონოდ იყო მოპოვებული და სადაც არცერთი დანაშაულებრივი ნიშნები არ იყო გამოკვეთილი. როცა დაილუქა ეს ჩანაწერები, იმ დღესვე მოხდა ტელევიზიებით ფილმის გაშვება, რომელიც იყო დამონტაჟებული, რადგან ჩანაწერები 15 წუთიანი იყო, ხოლო ფილმი ნახევარსაათიანი. ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით არ იყო ნებართვა გაცემული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ამას გარდა, არ დევს საქმეში არცერთი განკარგულება არც სასამართლოსი, არც პროკურატურის, რომ გახნსილიყო დალუქული ნივთმტკიცება და იგი საჯარო გამხდარიყო საზოგადოესთვის. ამდენად, დანაშაული ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი იყო ხელისუფლების მხრიდან“,–აღნიშნა გელბახიანმა.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან კითხვებით, წერილობითი სახით, რამდენჯერმე მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პროკურორს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია