მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის ახალ პროგრამას აკრიტიკებს - 08 მარტი 2013

[მედიანიუსი]

პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის ახალ პროგრამას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დაზღვევის მოქმედი სისტემა პაციენტს არაფერს აძლევს.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს "პოლიტიკოს" პრესკლუბში განაცხადა, საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო მომსახურებას ანაზღაურებს და პრობლემას უქმნის როგორც პაციენტს, ასევე სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან გაურკვეველია, რა ფორმით მოხდება მომსახურების ანაზღაურება.

ამასთან, ჭიაბერაშვილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ დაზღვევა მთლიანად სახელმწიფომ "წაიღოს", რადგან, მისი თქმით, ეს კერძო სადაზღვევო სექტორზე უარყოფითად აისახება.

"ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა, აშინებს ის რისკი, რასაც ჰქვია მძიმე დაავადება და გეგმური ოპერაციები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროგრამა არ ფარავს ამას და მოიცავს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს და ბაზისურ გამოკვლევებს, გამოდის, რომ 6-დან 60 წლამდე ადამიანები კვლავ საკუთარი ჯიბისა და ნათესავების იმედზე არიან", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა,რომ დაზღვევა ეტაპობრივად, რისკ-ჯგუფების გათვალისწინებით განხორციელებულიყო, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე ბავშვები და 40-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანები დაეზღვეოდნენ, ოღონდ უფრო სრულფასოვნად.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია