მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამწუხაროა, რომ ქართველ მუსლიმებს ასე უსამართლოდ გვიპირისპირდებიან ჩვენი ქართველი ქრისტიანი ძმები _ მუსლიმთა კავშირი - 08 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ქართველ მუსლიმთა კავშირი აჭარის მწერალთა კავშირის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათმა უტიფარმა და სამარცხვინო განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქართველი მუსლიმების მიმართ მათი უარყოფითი დამოკიდებულება.

როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადებაშია აღნიშნული, მწერალთა კავშირმა ქართველ მუსლიმებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს უწოდა მატყუარა იმის გამო, რომ მათ განაცხადეს ის რეალობა, რაც ბათუმის მეჩეთში არსებობს _ ადგილის სიმცირისა და მუსლიმი მრევლის სიმრავლის გამო, მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს.

,,მოცემულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ პრობლემა არა მეჩეთის სახელწოდებას, არამედ მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება. სამწუხარო და დასანანია, რომ ქართველ მუსლიმებს ასე უსამართლოდ გვიპირისპირდებიან ჩვენი ქართველი ქრისტიანი ძმები. ნიშანდობლივია საქართველოს მთავრობის კერძოდ, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც გვაძლევს პირობას ქალაქ ბათუმში მეჩეთის ქართული ფინანსებით მშენებლობის შესახებ“, _აცხადებენ ქართველი მუსლიმები და მოუწოდებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოიქცნენ გონივრულად, არ დაძაბონ მდგომარეობა, არ მოხდეს რელიგიათა შორის შუღლის გაღვივება, რომელმაც შეიძლება ქვეყანა დააზარალოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეიყვანოს ჩიხში.

ქართველი მუსლიმები არ აპირებენ პოზიციების დათმობას და ბოლომდე იბრძოლებენ ბათუმში მეჩეთის აშენებისათვის.

,,აქვე მოვუწოდებთ ქართველ მუსლიმებს, ვიყოთ გონივრულები და არ წამოვეგოთ საქართველოს მტრების პროვოკაციებს. აგრეთვე ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, დროულად იმოქმედოს და ქართველ მუსლიმებს გამოგვიყონ, ქართული მიწა, ქართული მეჩეთის მშენებლობისათვის, იქ სადაც ქართველი მუსლიმების სურვილია და არა ქალაქ ბათუმის გარეუბნებში, რაც არ შეესაბამება ჩვენ მოთხოვნილებებსა და სურვილს“, _ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მუსლიმები სთხოვენ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანოებს, დიპლომატიურ კორპუსს, დროულად და მყისიერად ჩაერთონ პროცესში, რათა დაპირისპირებამ არ მიიღოს უფრო რთული ფორმები და აღსრულებული იქნას საქართველოს კონსტიტუციით მათზე მინიჭებული აღმსარებლობის შესახებ უფლებამოსილებების რეალიზება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია