მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლებას უკანონოა- კახა კოჟორიძე - 08 მარტი 2013

[მედიანიუსი] 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკანონოა.

როგორც ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის დაწყებამდე კოჟორიძემ განუცხადა, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭიროა საბჭოს წევრთა რაოდენობის ორი მესამედი.

"გადაწყვეტილება მიიღო ცხრა წევრმა, ორი მესამედი კი არის ათი წევრი. აქედან გამომდინარე, მათ არ ჰქონდათ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება. აქ არა მხოლოდ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაზე შეიძლება საუბარი, არამედ, შესაძლოა ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს", - აღნიშნა კოჟორიძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია