მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დღეს 9 მარტის ტრაგედიის 57-ე წლისთავია - 09 მარტი 2013

[მედიანიუსი]

დღეს 1956 წლის 9 მარტის მოვლენების 57-ე წლისთავი აღინიშნება. 9 მარტის ტრაგედიას წინ უძღოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა, რომელზეც მოხსნებეით კომპარტიის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გამოვიდა. მოხსენება პიროვნების (სტალინის) კულტს ეძღვნებოდა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირს სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვი და მისი თანამოაზრეები ხელმძღვანელობდნენ. მათ მიიჩნიეს, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკის წინანდელი კურსის გაგრძელება შეუძლებელი იყო და სტალინის კრიტიკა დაიწყეს. საქართველოში ხრუშჩოვის გამოსვლას მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ქვეყანაში მისი “საპროგრამო სიტყვა” ქართველი ერის შეურაცხყოფად მიიღეს. ყრილობაზე მის გამოსვლას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. განსაკუთრებით ახალგაზრდობა აქტიურობდა. ქართველმა სტუდენტებმა დედაქალაქის ქუჩებში სტალინის პლაკატებით მსვლელობა მოაწყვეს. 7 მარტს დემონსტრანტებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა რიცხვმა რამდენიმე ათასს გადააჭარბა. მათ ინტელიგენციის ნაწილი და დემონსტრაციების მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი მათ მხარდაჭერა თბილისის ფაბრიკა-ქარხნების თანამშრომლებმაც გამოუცხადეს.

მათი მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისთვის დემონსტრანტების პროტესტი და მოთხოვნები მიუღებელი აღმოჩნდა. ნათელი ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებებს არ დაემორჩილებდნენ და არ დაიშლებოდნენ.

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ეს პროტესტი ოფიციალური პოლიტიკური კურსის კრიტიკად აღიქვა. მოსკოვში შეშინდნენ, რომ ეს მოძრაობა უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენდა, რის გამოც ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოს დასჯა განიზრახა. 9 მარტს თბილისში ჯარი სამხედრო ტექნიკის გამოყენებით დემონსტანტებს სასტიკად გაუსწორედა. დაიღვარა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სისხლი. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მათი დატირების უფლებაც კი არ მისცეს. ტრაგედიის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მათი რიცხვი 100-დან 1000-მდე მერყეობს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია