მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლაშა ჟვანია გუშინ `იმედის` გადაცემა `ღია ეთერში” მომხდარ ინციდენტს ეხმაურება - 09 მარტი 2013

[მედიანიუსი]

საქართველოს ეკონომიკის ექს-მინისტრი და ამჟამად საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია გუშინ "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში” მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ გადაცემაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად მისაღები იყო მოსკოვში ქართული ფოლკლორული ანსამბლის, "ერისიონის" გასტროლებზე წასვლა. ჟვანია, რომელიც "ერისიონის" შესაბამის გადაწყვეტილებას ამართლებდა, ეკონომიკის ასევე ყოფილმა მინისტრმა საპირისპირო აზრზე მყოფმა კახა ბენდუქიძემ შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენია.

"გადაცემა "ღია ეთერი"-ში ბენდუქიძის მიერ ჩემზე მოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გადაცემიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, იმ ტელემაყურებლებისთვის, რომლებიც ბენდუქიძის შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ ჩემთვის გადაცემის წამყვანის მიერ კომენტარის საშუალების არ მოცემის გამო აღშფოთდნენ, ამეხსნა, რომ ასეთი საშუალება შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი ვთქვი, რასაც ჩემთვის ასეთ შემთხვევებში ბევრი ფაქტორი განაპირობებს: მე ვარ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, მიწვეული ვიყავი ამ სტატუსით და ჩემი ქმედების მიღმა ჩემი სულიერი მამა, მისი უწმინდესობაა; ბენდუქიძისთვის ამ ტელეეთერით პასუხი რომ გამეცა, იგი მიაღწევდა - მიზანს, უაზრო კამათში გადაეყვანა ტელე-დებატები; ოპონენტს პასუხი რომ გასცე შეურაცხყოფაზე, მას შენი პასუხის, სულ ცოტა ღირსად უნდა თვლიდე; პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც მისმენდნენ და მიყურებდნენ და მათ არ ვაკადრებდი იმის მოსმენას, რასაც ბენდუქიძეზე და მის და-ძმაზე ვფიქრობ; ჩემს მიმართ პირადმა შეურაცხოფამ ყველას დაანახა, რომ ბენდუქიძეს არგუმენტები არ ჰქონდა ჩემს ნათქვამზე და მისი გამოხტომა თავად კომენტარი იყო. მე ჩემი პასუხით მხოლოდ გავაუბრალოებდი;

და ბოლოს, ბენდუქიძეს ვერ მოუნელებია და კიდევ დიდხანს ვერ მოინელებს: რომ ჩემი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნისთანავე მმართველი ელიტის ნების საწინააღმდეგოდ თანამდებობებიდან გავათავისუფლე ეკონომიკის სამინისტროში ჩანერგილი მის მიერ მართული [აქ ბენდუქიძის ლექსიკას, სურვილის მიუხედავად, ვერ ვიხმარ] კადრები; ასევე, ის რომ დავბლოკე მის მიერ ლობირებული კომპანიებზე უზარმაზარი სატყეო მასივების მიყიდვის პროცესი; ის, რომ ვეწინააღმდეგებოდი ლომოურის ინსტიტუტის კუთვნილი მიწების მის კომპანიაზე მიყიდვას და ეს მიწები თავად სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა თხოვნით გადავეცი საპატრიარქოს, მაგრამ მან მაინც მიაღწია ამ მიწების მითვისება; საეჭვოა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ამ მიწებთან დაკავშირებით ბენდუქიძის კომპანიას ვალდებულებების შესრულება გაუხანგრძლივა და იმედი მაქვს ამ საკითხით სამართალდამცავები დაინტერესდებიან.

ასევე ის, რომ 2009 წლის მარტში სააკაშვილს დაბეჯითებით მოვთხოვე, მოქალაქე ბენდუქიძისთვის დაეტოვებინებინა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში უკანონოდ დაკავებული კაბინეტი, რომელსაც ის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც იკავებდა და ეს იყო იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კერძო პირებზე უკანონოდ მინიჭებული პრივილეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავდგებოდი. მაშინ სააკაშვილმა ჩემი თანდასწრებით გასცა ბრძანება, რომ ბენდუქიძისთვის სახელმწიფო კანცელარიაში ოთახით სარგებლობა შეეჩერებინათ!", - აცხადებს ჟვანია სოციალური ქსელებით გავრცელებულ მიმართვაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია