[მედიანიუსი]
ჩვენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დანგრევის მცდელობის მოწმენი ვართ. ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ეს განცხადება ლიტველმა ევროპარლამენტარმა ვიტაუტას ლანსდბერგისმა გააკეთა.
ლანდსბერგისი ახალი ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიწერილ წერილის ტონს უწუნებს.
"მე ვშიშობ, რომ საქართველოს როგორც ევროკავშირის პარტნიორის იმიჯის შელახვა არა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ, არამედ სხვა ძალისაგან არის მართული. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ამბიცები და შიშებიც გამოყენებულია ამ საქმეში, რაც ძალიან კარგად აისახა მის მიერ პრეზიდენტ სააკაშილისთვის მიწერილ წერილში", - აცხადებს ლანდსბერგისი.