მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ ბენზინის ქურდი არ ვარ, უნდა დამიმტკიცონ, რომ ჩავიდინე დანაშაული - დიმიტრი შაშკინი - 09 მარტი 2013

[მედიანიუსი] 

თავდაცვის ექს-მინისტრი დიმიტრი შაშკინი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც მისი მინისტრობის პერიოდში თავდაცვის უწყების კუთვნილი საწვავი ნაციონალურ მოძრაობას უკანონოდ გადაეცემოდა, სასაცილოდ მიიჩნევს..

როგორც შაშკინმა რუსთავი 2-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, ეს იგივეა მას, რომ ჯონ კენედის მვლელობა დააბრალონ.

"ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 24 საათში ირკვევა, რომ ჩემი მთავარი დანაშაული თურმე იყო ბენზინის ქურდობა ან ბენზინის გაფლანგვა. მე ვთვლი, რომ საქართველოში არსებობს კომპეტენტური ორგანოები, პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც შეუძლია ეს შეკითხვები დასვას. მე კი არ უნდა ვამტკიცო, რომ ბენზინის ქურდი არ ვარ, უნდა დამიმტკიცონ, რომ მე ჩავიდინე დანაშაული. ეს არის სასაცილო. ეს იგივეა ჯონ კენედის მოკვლა რომ დამაბრალოთ", - განაცხადა მან.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია