მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვენეციის კომისიის დასკვნა ლოგიკური და ნათელია, რეკომენდაციები - მისაღები და ადეკვატური - თინათინ ხიდაშელი - 09 მარტი 2013

[მედიანიუსი]

იტალიაში ვიზიტად მყოფი დეპუტატის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ დღეს მიღებული დასკვნა და რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების შეხედულებებთან და იმ კანონპროექტის დებულებებთან, რომელიც სასამართლო ხელისუფლების რეფორმას ითვალისწინებს.

როგორც ხიდაშელმა "მედიანიუსს" აცნობა, უმნიშვნელოვანესია, რომ მაღალი ტრიბუნიდან ცალსახად ითქვა რომ სისტემა, რომელიც საქართველოში აქამდე არსებობდა, დემოკრატიასთან არ არის თავსებადი და წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.

"დასკვნაში პოზიტიურად და პროგრესულად არის შეფასებული ყველა ცვლილება, რომელიც ჩვენს მიერ არის შეთავაზებული. კომისია იზიარებს არა მხოლოდ ცვლილებებს, არამედ მათ გამომწვევ მიზეზებსა და დღეს მათი მიღების აუცილებობას. შეუძლებელია განსხვავებული დასკვნა ყოფილიყო ვინაიდან, იმის ნაცვლად რომ სასამართლოს თავმჯდომარემ წარადგინოს საბჭოს წევრები, რომელთაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არა კონფერენცია არამედ აღამსრულებეალი კომიტეტი ირჩევს, ჩევნ ვთავაზობთ მოსამართლეთა კონფერენციაზე შეუზღუდავი კენჭისყრის უფლებას, როდესაც არჩევნები ფარულად ტარდება და ყველას აქვს შესაძლებლობა არჩეულ იქნას.

ასევე პროგრესის და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად არის შეფასებული ჩვენს მიერ შეთავაზებული სხვა დებულებებიც. ამასთანავე, წინააღმდეგობრივ დებულებაზე, რომელიც საბჭოს წევრების მანდატის შეწყვეტას ეხება, ვენეციის კომისია დაეთანხმა ჩვენს გარდამავალ დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ახალი დემოკრატიული მოდელის დღევანდელობასთან დაახლოებას, და შესაბამისად, არჩევნების ახალი წესის გამოყენებას იმ პირებთან მიმარებაში, ვინც დანიშნული არიან ადმინისტრაციული საბჭოს მიერ. დასკვნა ლოგიკური და ნათელია, რეკომენდაციები მისაღები და ადექვატური როგორც სამართლიანობისა და კანონერების, ასევე არსებული რეალობის გათვალისწინებით", - ასე შეაფასა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა იტალიიდან ვენეციის კომისიასთან მუშაობის შედეგები.

ხიდაშელი იტალიაში, ვენეციის კომისიაში რამდენიმე დღეა მუშაობს და საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია