[pirveli.com.ge]
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებში დაგროვილი განცხადებების სიმრავლის გამო გარკვეული სახის ამნისტია იგეგმება.
ამის შესახებ უსუფაშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
"იმ 15 და 20 ათას განცხადების შესწავლას, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დაგროვილი, სისტემა ვერ მოახერხებს. ამიტომ დღის წესრიგში დგას რაიმე ფორმის ამნისტია, ოღონდ ძალიან კარგად დასაბუთებული. ჩვენ ვხვდებით მაღალი დონის ექსპერტებს, რაც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ რეკომენდაციები კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.