მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ - 10 მარტი 2013

[მედიანიუსი]

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც დღეს აგრარული უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაციის გაუქმების საფრთხე შეექმნა.

სტუდენტების თქმით, ისინი განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს აგრარულ უნივერსიტეტში ელოდებიან. მათი სურვილია მარგველაშვილი პირადად გაეცნოს სასწავლებელში შექმნილ სწავლის პირობებს.

,,გვაქვს ბევრი კითხვა და გვსურს აქ მოვიდეს, შეგვხდეს და არა ჩვენ მივიდეთ მის კაბინეტში. გვინდა, რომ სიტუაციას პირადად გაეცნოს და შეხედოს აგრარულ უნივერსიტეტს. ასევე დაესწროს ლექციებს და გაეცნოს ინფრასტრუქტურას”, _ აცხადებენ სტუდენტები.

აგრარულ უნივერსიტეტში, სპეციალური კომისიის მუშაობას არაობიექტურს უწოდებენ და იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყდება, სტუიდენტების აზრით ეს არაობიექტური გადაწყვეტილება იქნება.

სტუდენტები განათლების სამინისტროსგან პასუხს დღეს დღის ბოლომდე ან ხვალ დილით ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ აგრარულ უნივერსიტეტში, ავტორიზაციის საკითხის შესწავლის მიზნით სპეციალური კომისია 3 იანვრიდან მუშაობს.

სპეციალური კომისიის სხდომა ხვალ 19:00 საათზეა ჩანიშული, სადაც გადაწყდება ექნება თუ არა მომავალში აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია