მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასწრაფო დახმარების ყოფილ ექიმებს პარლამენტარები შეხვდნენ - 10 მარტი 2013

[მედიანიუსი]

თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მოშიმშილე ექიმებს დღეს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი შეხვდა.

პარლამენტარები ექიმებს იმ საკითხებზე შეთანხმებას სთავაზობენ, რამაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაპირისპირება გამოიწვია.

პარლამენტარებისა და მოშიმშილე ექიმების შეხვედრა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ სამსახურიდან გათავისუფლებული კოლეგების მხარდასაჭერად სასწრაფო სამედიცინო პერსონალი ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავდა.

„შიმშილობა არ არის ერთადერთი გზა პრობლემის გადაწყვეტის. თუ ეს არის სადავო თემა, მას უნდა მიეცეს სამართლებრივი ფორმა . სხვა კუთხით არც ვაპირებ რომ დავაყენო საკითხი“,–განმარტა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, ექიმების მასშტაბური აქციის გამართვის მთავარი მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლებული ექიმების დაუყოვნებლივი აღდგენა იქნება.

მათივე ცნობით, ამის პარალელურად ადმინისტრაციამ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ფილიალებში ექიმების დაშინება დაიწყო. კერძოდ როგორც მოშიმშილეები ამბობენ, არის მუქარა, რომ ვინც ხვალინდელ აქციაზე მივა, სამსახურიდან გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ცენტრის 5 ყოფილი ექიმი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. მათი მოთხოვნა სამსახურიდან გაავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და ცენტრის ადმინისტრაციის შეცვლაა. გუშინ გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო ცენტრთან მოშიმშილე ექიმებს სოლიდარობის ნიშნად კიდევ ერთი ექიმი _ ზვიად ჭაბუკიანი შეუერთდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია