მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქობულეთის საკრებულო საზოგადოებას საჯარო ინფორმაციას უმალავს _ არჩილ კაიკაციშვილი - 10 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებაში ადანაშაულებს და მოთხოვნილი ინფორმაციის სასამართლო წესით მიღებას არ გამორიცხავს.

როგორც „მედიანიუსს“ არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაინტერესება გამოთქვეს შესწავლილიყო საკრებულოს 2012 წლის საქმიანობა, გადაწყვეტილებები, საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები. ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, ქობულეთის საკრებულოს 2013 წლის 4 თებერვალს მიმართა, თუმცა თვითმმართველობის ორგანოს გამოხმაურება არ გაუკეთებია.

„ქობულეთის საკრებულოს საქმიანობის შესწავლა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, რადგანაც გვაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი არამართლზომიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ადგილობრივი მოსახლეობის მოსაკრებელი, რომელიც კონკრეტულ პრიორიტეტებს უნდა მოხმარებოდა, საკრებულომ თანამშრომელთა გაზრდილ პრემიებს მოახმარა. გარდა ამისა, ორგანიზაციამ საკრებულოსგან მოითხოვა 2012 წლის განმავლობაში მიღებული ყველა – 31 დადგენილება და 272 განკარგულება, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მიმართ, 2012 წლის განმავლობაში გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება მათი სამსახურეობრივი პოზიციის მიხედვით, თითოეული მათგანის შრომითი ხელშეკრულებები ან/და დანიშვნის ბრძანებები, მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და სხვა, თუმცა საკრებულომ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის 10–დღიანი ვადა დაარღვია და ორგანიზაციას ინფორმაცია არ მიაწოდა.“ – განცახდა კაიკაციშვილმა.

მისივე შეფასებით, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ გააჩნიათ არაერთი შეკითხვა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის მიმართ. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე მხილებულია პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებების მხარდაჭერაში და საკრებულოს ერთ–ერთი წევრის უკანონო გადაწყვეტილებების მფარველობაში, რომლის შესახებაც, ორგანიზაცია საზოგადოებას მალე გააცნობს.

არჩილ კაიკაციშვილი ქობულეთის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლო წესით დავის დაწყებას არ გამორიცხავს. „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უსამართლო გადაწყვეტილებებს, უკანონო მოქმედებებს ადგილი არც ქობულეთის საკრებულოში ჰქონდეს, რადგანაც თვითმმართველობა უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივ საზოგადოებას და არა პირიქით,“ – დასძენს კაიკაციშვილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია