მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხვალიდან სამების ტაძარში სპეციალური პარაკლისები ჩატარდება - 10 მარტი 2013

[მედიანიუსი]

ხვალიდან ყოველდღე, სამების საპატრიარქო ტაძარში სპეციალური პარაკლისები ჩატარდება.

ამის შესახებ დღეს საკვირაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

პატრიარქის თქმის, ყოველ კვირა დღეს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი მსოფლიოსთვის და ამ დღეს ქართველი სასულიერო პირები მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ილოცებენ.

ყოველ ორშაბათს კი აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის. სამშაბათს აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი ბავშვებისთვის. უწმინდესმა მრევლს მოუწოდა ამ დღეს ბავშვები ტაძრებში მიიყვანონ და სასულიერო პირებს დაალოცინონ. ყოველ ოთხშაბათს კი იქნება ჯვრის პარაკლისი და ამ დღეს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის ილოცებენ.

ყოველ ხუთშაბათს ჩატარდება ღვთისმშობლის პარაკლისი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისთვის, ხოლო ყოველ პარასკევს ყოველთა წმიდათა პარაკლისი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ყოველ შაბათს იქნება დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის.

ყოველდღიური პარაკლისები საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.

უწმინდესის თქმით, ქართველმა ერმა ლოცვა უნდა გააძლიეროს. სწორედ ამიტომ მიიღო წმინდა სინოდმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია