[მედიანიუსი]
სოციალურად დაუცველი და აფხაზეთიდან დევნილი ხუთი ოჯახი თბილისში, ლიბანის #33-ში მდებარე პოლიციის ყოფილ შენობაში შეიჭრა.
ისინი შენობის დაკანონებასა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი განცხადებით, 21 წელია ქირით ცხოვრობენ და გადასახადას უკვე 10 თვეა ვეღარ იხდიან, ბინის მეპატრონე კი ფართის დაცლას სთხოვს.